პუტინი დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ტელეფონით განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს მსგავს განკარგულებას უახლოეს მომავალში.
კრემლი წერს, რომ პუტინმა მათ სწორედ საბჭოს სხდომის შედეგები აცნობა, ამასთან, განუცხადა, რომ დღეს მიიღეს მომართვები დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებისგან ამ რეგიონების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, ვინაიდან “უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისა და დონბასის ტერიტორიის მასიური დაბომბვების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება”.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში აპირებს შესაბამისი განკარგულების ხელმოწერას”.