რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უსაფუძვლოს უწოდებს NATO-ს განცხადებას, რომ ალიანსის გაფართოებასთან ბრძოლამ რუსეთს უკუეფექტი მოუტანა.
მისივე თქმით, ფინეთმა და შვედეთმა „ნათლად უნდა წარმოიდგინონ, რომ ადრე მათთვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ ახლა, სამხედრო კონტინგენტების და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში“, რუსეთი იძულებული იქნება „სარკისებური პასუხი გასცეს და შექმნას ისეთივე საფრთხეები ტერიტორიებისთვის, საიდანაც რუსეთისთვის საფრთხე მომდინარეობს“.
„ჩვენ არ გვაქვს შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები, როგორიც, სამწუხაროდ, უკრაინასთან. ჩვენ არ გვაქვს არც ტერიტორიული საკითხები და დავები და არაფერი ისეთი, რაც შეიძლება გვაღელვებდეს ნატოში ფინეთის, ან შვედეთის გაწევრების თვალსაზრისით. ნუ, თუ უნდათ – კი, ბატონო.“– უთხრა 29 ივნისს პუტინმა თანმხლებ ჟურნალისტებს აშხაბადში, სადაც კასპიის რეგიონის ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრო.
პუტინის ტაჯიკეთში გაკეთებულ განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:
პუტინი: რუს სამხედროებზე ლექსები და სიმღერები უნდა იწერებოდეს, ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ
პუნიტი კრემენჩუგზე: ასე უბრალოდ „მინდვრებში“ ჩვენთან არავინ ისვრის