LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ წვევამდელები, რეზერვისტებს არ გამოვიძახებთ

181
regnum-picture-1603971430456664-normal

რუსეთის პრეზიდენტმა სარვამარტო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს არ გამოიძახებენ.

„მინდა მივმართო ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დედებს, ცოლებს, დებს, რომლებიც ახლა იბრძვიან და იცავენ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. მესმის, როგორ ღელავთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათით ისე, როგორც თქვენი ერთობით მთელი ქვეყანა ამაყობს.

ხაზს ვუსვამ, რომ სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და დამატებითი რეზერვის გამოძახება არ მოხდება. გაცემულ დავალებას ასრულებენ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას,“- აღნიშნა პუტინმა 8 მარტთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები