LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალბატონმა ნეკამ კონსპირაციულად შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და მოუწყო სკანდალი” – ბასილაშვილის ადვოკატი

337
BeFunky-collage (5)

“2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი,”- ამის შესახებ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, “ბოლო პერიოდში მუდმივად, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ნელი დოროყაშვილის კაპრიზები“. ის ცდილობდა ყველა ჩემპიონატის წინ მწყობირდან გამოეყვანა ბასილაშვილი.

“საუბარი იყო, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე,”-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ბასილაშვილი ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო. აქვე ირმა ჭკადუამ ხაზი გაუსვა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება.

“მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები