ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტში აღნიშნული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასაც გამოეხმაურა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა:
„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა
რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?
გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს