LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებას” უნდა რწმენის გატეხვა, უნდა ვირწმუნოთ რომ გამარჯვება შეგვიძლია: გიორგი ვაშაძე

61
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” უნდა რწმენის გატეხვა, რომ შესაძლებელია ევროკავშირისკენ წასვლა და გამარჯვება.

“ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. “ქართულ ოცნებას” უნდა რწმენის გატეხვა, რომ შეგვიძლია, ევროკავშირისკენაც წავიდეთ და გავიმარჯვოთ”

როგორც ვაშაძე განმარტავს, სანამ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენს ძალებს, ვერ მოგვერევიან, ვერ აიცილებენ ევროპული ინტეგრაციის გზას.

„ბანდიტებს ახვედრებენ ხალხს, მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს უვარდებიან, იმიტომ რომ ჩვენი გულწრფელი რწმენა უნდათ გატეხონ. ის რწმენა, რომელიც ჩანდა 20-ში, ჩანდა 24-ში უნდათ რომ შებღალონ. უნდათ შინაგანი თავდაჯერებულობის გატეხვა, რომ სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ამიტომ, ჩვენ მზადვართ, რომ შევიკრიბოთ მშვიდობიანად, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.

ამერიკის საელჩოში რატომ იძალადეს? ამ რწმენის გასტეხად იძალადეს. რატომ მიუვარდნენ ვისაც მიუვარდნენ? – ამ რწმენის გასატეხად მიუვარდნენ. ამიტომ სანამ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენს ძალებს ესენი ვერ მოგვერევიან და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებენ ევროპული ინტეგრაციის გზას” , – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები