LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ბილეთებს რუსული საბანკო სისტემა Mir-ის მეშვეობითაც ყიდის

135
69005099-2989030224505094-8702269753684656128-n

ქართულმა ავიაკომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე, გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით, რუსული Мир დაამატა.

აღსანიშნავია, რომ Мир რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში. უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული.

გადახდის სისტემაში Мир-ის გამოჩენასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება“ “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს ესაუბრა.

„თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს შევუერთდე, სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს”, – უთხრა თამაზ გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

ინჯია: „ხომ არ დადგა დრო, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g