თამარ შავგულიძის “კომეტების” პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები” იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას GNFC – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფილმი ორი შუახნის ქალბატონის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.
ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შედგება ფილმის ჩვენება და მსოფლიო პრემიერა.
#მალე თამარ შავგულიძის "კომეტები"
თამარ შავგულიძის ფილმი "კომეტები" წარმოდგენილი იქნება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში "აღმოჩენები". ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.#GNFC #NUSHIFILM
Posted by GNFC – Georgian National Film Center on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2019