„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევსი შედეგები გააცნო საზოგადოებას.
ქუთაისში პარტიების რეიტინგის კვლევის შედეგები პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მისი თქმით, კვლევაში 987-მა რესპონდეტმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა 44% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ხოლო, ნაციონალურ მოძრაობას 32, 6 % – პროცენტი.
რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა:
- „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%;
- პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6%;
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 2.5%;
- „ლელო“- 2.3%;
- „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%;
- „მოქალაქეები“ 1.5%;
- „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%;
- „გირჩი“ – 0.4%;
- „ერთიანი საქართველო“ -0.4%;
- სხვა პარტიები- 3.3%.
მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს.
„28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: „ქართული ოცნება“ 16 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 11, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ 1 მანდატი.
ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:
- „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%;
- „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 37.8%;
- სხვა დანარჩენები- 11.9%.
„როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,“- განაცხადა მიქანაძემ.