LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ

88
FORTUNA.GE- (6)

“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.” – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კახა კალაძემ თქვა, რომ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება.

„ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას… არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველივე კვირაში შეიქმნება“ – კობახიძე

“პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს. მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.”  – განაცხადა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ “არ დაიჯერო, არ დაიჯერო” – ნათელაშვილი ივანიშვილზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები