“ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად” – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.
“ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას”, – წერს მარგველაშვილი
მარგველაშვილმა “ფორტუნასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების მხრიდან “არჩევნების თაობაზე დაპირების სრულიად თაღლითურად და სამარცხვინოდ უკან წაღება” და “ძალადობაზე ორიენტირებული, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგო და პარტნიორებისთვის კარებზე მითითების პოლიტიკა” გახდა.