LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ვუნდერკინდს ცოტნე ზედგინიძეს სასამართლომ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა: „ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის…“

25699
ცოტნე და ბებია

ქართველი ვუნდერკინდი, ცოტნე ზედგინიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას – მას სასამართლომ მისცა უფლება, რომ გაემგზავროს „აუდის“ საზაფხულო კონცერტებზე, სადაც ლიზა ბათიაშვილის მიწვევით ფართო აუდიტორიის წინაშე უნდა წარდგეს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში ამომიდგა. სასამართლომ მომცა უფლება, მე და ჩემი პედაგოგი – ბებია, გავმგზავრებულიყავით „აუდის“ საზაფხულო კონცერტებზე და ვერბიეს ფესტივალზე. დღესვე უნდა დაიწყოს ჩემი ნაწარმოების რეპეტიციები ორკესტრთან ერთად! ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა ამისთვის, დიდი პატივისცემით, ცოტნე“.

ცოტნე ზედგინიძის განცხადებით, მას საკუთარი მამა უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობაში ხელს უშლის: „მისგან მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი…“

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მუსიკოსმა გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი, სადაც წერდა, რომ მამა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მის გარეშე, ბებიასთან ერთად, რომელიც ცოტნეს პედაგოგია, მნიშვნელოვან მუსიკალურ ღონისძიებებზე გაემგზავროს.

ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები