LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეების შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

466
1

თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მეხანძრებისთვის შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი’’ ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე, ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს.

ცნობისთვის, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ Helmet vision მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, რომელიც მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება – ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგანის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები