LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეების ტრიუმფი ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადაზე: ნიკოლოზ ბირკაძემ საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა!

212
780-40875903-295901717875393-6227351933774987264-n

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა მათემატიკის ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადაზე 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ივანე გოქაძე ავრცელებს.

“მათემატიკის სასკოლო საერთაშორისო ოლიმპიადებს შორის ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადაზე, ქართველი მოსწავლეების ტრიუმფი! 1 ოქრო, 2 ვერცხლი , 2 ბრინჯაოს მედალი! გუნდური XVIII ადგილი.

ამასთანავე: ერთ-ერთმა მონაწილემ (ჩვენი, საქართველოს ბოლო წლების ოქროს ბიჭუნამ!) ნიკოლოზ ბირკაძემ ქართველი ოლიმპიელების მანამდე არსებული საუკეთესო შედეგი (რომელიც, განსვენებულ დავით ჩხაიძეს ეკუთვნოდა–1996 წელი/33 ქულა/ოქროს მედალი) გააუმჯობესა!

ასევე, პირად ჩათვლაში გავიდა IV ადგილზე (ესეც საუკეთესო შედეგია, მანამდე საუკეთესო შედეგი, ალექსანდრე საათაშვილს ეკუთვნოდა —- V ადგილი/2017 წელს) !

ყოჩაღ ჩვენს გუნდს, მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, ასევე მათ ვინც უზრუნველყო ორგანიზებულად მომხდარიყო გუნდის შესარჩევად და ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ყველა ეტაპის ღირსეულად გავლა!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g