თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობაში ქართველ მეხანძრე-მაშველებთან ერთად მყოფმა მაშველმა ძაღლმა ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი თუხარელი სოციალურ ქსელში წერს:
„აი, ასეთია ჩვენი მაშველი-ძაღლი ტინტო. აი, ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო ჩვენი გმირი ხარ“, – წერს გიორგი თუხარელი.
ცნობისათვის, ქართველმა მაშველებმა თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს. თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.
ქართველმა მაშველებმა თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს
ვიდეო: ქართველი მაშველები ნანგრევებიდან ადამიანის ამოყვანას ცდილობენ, რომელიც 64 საათია გაჭედილია