მილანის მოდის კვირეულზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის დეფილეებზე ქართველი გოგონების ნამდვილი ცვენა იყო. რამდენიმე სააგენტოს წარმომადგენელი მოდელები ვიხილეთ Ermanno Scervino-ს, Antonio Marras-ის, JilL Sander-ის და სხვათა ახალი კოლექციების ჩვენებებზე.

ნინო ცქიტიშვილის სააგენტოდან Look Models Management მილანის მოდის კვირეულზე გამოვიდნენ სოფია ჭუმბურიძე, მარიშა მაისურაძე და ლიკა რიგვავა.

თაკო ჩხეიძის სააგენტოს წარმომადგენელი ეთო მიგრიაული Antonio Marras-ის ჩვენებაზე ვიხილეთ. ეთო მცირე ხნის წინ Vanity Fair-ისთვის გადაიღეს, მალე კი გამოქვეყნდება მისი ფოტოსესია, რომელიც „ფენდი“-სთვის არის გადაღებული.

კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გოგონაა თათია ახალაია, რომელმაც მილანში მიმდინარე მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა: DOLCE & GABBANA, Genny, Act N°1  და Aigner. თათია „აი სი მოდელ მენეჯმენტის ტოპმოდელი.

ეთო მიგრიაული – Antonio Marras

ლიკა რიგვავა – Jill Sander

ლიკა რიგვავა – Annakiki

სოფო ჭუმბურიძე – Antonio Marras

სოფო ჭუმბურიძე – Marco Rambaldi 

მარიშა ურუშაძე – Ermanno Scervino

მარიშა ურუშაძე – Monclair

თათია ახალაია DOLCE & GABBANA, Genny, Act N°1  და Aigner-ისთვის

მსგავსი თემები