LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძრის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

453
c31adb062be8eac2085f22c62547327c

გუშინ გვიან ღამით, ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის უკვე ჩამქრალია. ადგილზე არ შეინიშნება ცეცხლის არც ერთი კერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ცენტრის განმარტებით, არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ახლო მდებარე გაზგასამართ სადგურზეც გადასულიყო, თუმცა მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ ეტაპზე არანაირი საშიშროების საფრთხე არ არსებობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარია

შეგახსენებთ, რომ ხანძარი 13 იანვარს, ღამით, ქავთარაძის 3 ნომერში არსებულ სამშენებლო მასალების მაღაზიას გაუჩნდა. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო მანქანა მუსაობდა და რამდენიმესაატიანი ქრობის შემდეგ მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g