ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ერთ-ერთი პირველები გამოჩნდნენ ბრიტანული კინოს, ,,ბაფტას” ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე უელსის პრინცესა ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრ კაბაში, რომელიც ნახევრად შიშველი მკლავით, ულამაზეს სილუეტს ქმნიდა.
საინტერესოა ის დეტალი, რომ სწორედ ეს კაბა ეცვა ქეითს 2019 წელს, ამავე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად თეთრ კაბას მიდლტონმა შავი ფერის ხელთათმანი შეუხამა. რაც ეხება საყურეებს, ქეითმა გრძელ ოქროსფერ საყურეებზე გააკეთა აქცენტი. 2019-ში კი ქეითს კაბა ულამაზეს მარგალიტის საყურეებთან ჰქონდა შეხამებული.
მოდის ექსპერტები წერენ, რომ ქეითის ეს ჟესტი თავმდაბლობისა საუკეთესო მაგალითია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქეითს ძველ სამოსში ვხედავთ.
გვიანი ზამთრის ფანტასტიკური არჩევანი – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ მწვანე პალტოში