ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში იმყოფებოდა. ამ დღეს ქეითმა არჩევანი „ზარას“ კუბოკრულ კაბაზე გააკეთა. ანსამბლს კი „ჰუგო ბოსის“ ფეხსაცმელი შეუხამა. ეს სწორედ ის კაბაა, რომელიც ქეითს ბრედფორდში ვიზიტის დროს, 2020 წელს ეცვა. მისი ღირებულება 120 დოლარია და მაშინ ეს კაბა „ზარას“ კოლექციიდან საიტზე ზუსტად სამ საათში გაიყიდა. ზოგადად, ქეითი ცნობილია თავისი დამოკიდებულებით დაბალბიუჯეტური ბრენდების მიმართ.
„ბონდის“ პრემიერაზე ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა ყველა და ყველაფერი დაჩრდილა
ახალი პროგრამა, რომელშიც ქეითი აქტიურად ჩაერთო, 9 თვიდან 5 წლამდე ბავშვების განვითარებას ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე ბავშვის განვითარების ყველა ასპექტი.