LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის საოცარი ჟესტი – უელსის პრინცესა 17 წლის ტრაგიკულად დაღუპული გოგონას საყურეებით გამოჩნდა

440
ქეით-მიდლტონი

ცნობილია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო კვირეულს სამეფო ოჯახი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რადგან ოჯახი არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის პატრონაჟს ეწევა. ამ დღეს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბირმინგემში ღონისძიებას დაესწრნენ, რომელსაც ახალგაზრდული ფონდი ატარებდა და რომლის სახელწოდება გახლდათ „ჩემი ემოციური სამყაროს გამოკვლევა“.

ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა „ლინდა ბენეტის“ ულამაზეს ყვითელ პიჯაკში, რომლის ღირებულება 359 ფუნტი სტერლინგია და რომელიც ქეითმა შავი ფერის კლასიკურ შარვალს შეუხამა.

ყველაზე  ემოციური ჟესტი კი, ქეითის საყურეები გახლდათ. უელსის პრინცესას 17 წლის გარდაცვლილი გოგონას, იზის საყურეები ეკეთა.

იზიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ივნისში კი გოგონას დედამ საყურე ქეითს შემთხვევითი შეხვედრის დროს აჩუქა.

სწორედ ამ გოგონას ხსოვნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე დიალოგის მნიშვნელობაზე ხაზგასმა სურდა ქეითს ამ უთბილესი ჟესტით.

 

ქეით მიდლტონი „ჰოლანდ კუპერის” 660 დოლარიანი ზოლიანი ორეულით გამოჩნდა

ქეით მიდლტონი, დედოფლის ხსოვნის დღეზე, ორი წლის წინანდელ პალტოსა და ელისაბედის ნაჩუქარ საყურეებში გამოჩნდა

„კეტრინ უოლკერის“ პალტო, პრინცესა დაიანას საყურე და დედოფლის ყელსაბამი – ქეით მიდლტონი ედინბურგის ტაძარში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები