LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხატიაშვილი დავით კაჭარავაზე და მის პოლიტიკურ არჩევანზე

1096
ketixatiashvil20221

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა, რომელიც მორაგბე დავით კაჭარავას მეორე ნახევარია, ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი პრადი ცხოვრების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დავით კაჭარავა „ქართული ოცნების’ სიით პარლამენტში მოხვდა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებასსულ არის საუბარი თქვენსა და დავით კაჭარავას ურთიერთობაზე, ბოლო პერიოდში, შეყვარებულებადაც მოგიხსენიებენ, ზოგიუკვე ოჯახად. როგორია რეალობა?

ვიტყვი, რომ კარგად ვართ და დანარჩენს ჩვენთვის შევინახავთ.

მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ვგულისხმობ სპორტის შემდეგ მომავლის პოლიტიკასთან დაკავშირებას. ბევრმა მხარი დაუჭირა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა. ამ ფონზე საინტერესოა მისი დახასიათება იმ ადამიანისგან, ვინც ძალიან კარგად იცნობს.

– ალბათ, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია მასზე საუბარი. თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალიან შესტკივა გული საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. ვინ რას წერს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავის არჩევანი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები