LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილის მასპინძლობისთვის გლდანში რესტორანი 10,000 ლარით დაჯარიმდა

259
wedding+final

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე რესტორანი ქორწილის მასპინძლობისთვის 10,000 ლარით დააჯარიმა. ამ ეტაპზე, ობიექტი არ დაილუქება.

შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია აცხადებს, რომ იურიდიული პირებისთვის აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ჯარიმა 10,000 ლარი, ფიზიკური პირებისთვის კი – 2,000 ლარია. აკრძალულ ღონისძიებათა შორისაა: ქორწილები, ქელეხები, იუბილეები და სხვა შეკრებები.

“აქვე, უნდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს აკრძალული საქმიანობების განხორციელებას, ხოლო ის საქმიანობები, რომელიც არის ნებადართული, განახორციელოს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით“, – განმარტა მაია მიქაიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები