„ცეკვავენ ვარსკვლავების“ XI სეზონის მორიგ საკონკურსო ტურში პროექტის ყოფილი მონაწილეებიც ვიხილეთ.
ვანესა გუტიერესმა და ოთო ფოლადაშვილმა „ქუიქსტეპი“ ქრისტინე იმედაძესთან ერთად შეასრულეს.
ქრისტინე იმედაძემ წყვილს და პროექტის შემქმნელებს ნდობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გამო საჯაროდ მადლობა ფეისბუკპოსტის საშუალებით გადაუხადა.
„უსაზღვროდ ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ მთლიანი პროცესით, შრომით და შედეგით
ძალიან დიდი მადლობა იმედის და ცეკვავენ ვარსკვლავების გუნდის თითოეულ წევრს. იმ ადამიანებს ვინც კამერებს მიღმა მუშაობენ და სათითაოდ თავიანთ საქმეს სიყვარულით, თავდაუზოგავად და უმაღლესი პროფესიონალიზმით ასრულებენ! ასე რომ არ ყოფილიყო ეს პროექტი ამდენი წლის მანძილზე ასეთი ხარისხიანი,პროგრესირებადი და სულ უფრო ბრჭყვიალა ვერ იქნებოდა
მადლობა და ჩემი დიდი პატივისცემა ყველას: გამნათებლებს, ოპერატორებს,ხმის ოპერატორებს, დეკორატორებს,ქარბუქივით გოგო-ბიჭებს დერეფნებში რომ დაქრიან და ყველაფერს აგვარებენ,ასისტენტებს, პროდიუსერებს,ექიმს
სამკერვალოს გუნდს,ვიზაჟისტებს,თმის სტილისტებს, ყველა მონაწილეს
უხ, რამდენი ხართ გამომრჩება ვინმე
ულევი წარმატება ყველას ყველაფერში
Noe Sulaberidze მიყვარხარ
Zura Pankvelashviliმადლობა
Lasha Jokhadze ბრილიანტი ხარ
Sophie Shevardnadze დიდი მადლობა
ჩემო OTaber Poladashvili Julianna Bar-Gnar და ვანესა უდიდესი მადლობა ნდობისთვის
?ჩემი მოგონებების ოქროს ზარდახშაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სამაგალითო გამოცდილება, რომელიც სულ ბედნიერებით ამავსებს! ასეთი გვერდში დგომისთვის,ასეთი ზრუნვისთვის,პასუხსმგებლობისთვის,ბოლო წამამდე სულის და გულის ჩაყოლებისთვის მადლობა ცამდე ?⭐️?მიყვარხართ“, – წერს ქრისტინე იმედაძე.
https://www.youtube.com/watch?v=kU51VtyVQRE&ab_channel=tvshows