LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს – დონალდ ტრამპი

trampi

ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

„სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. თუ „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს მოიკრეფს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამერიკული მხარე ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური ანკარა კი ქურთულ მოძრაობას ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს და პირობას დებს, რომ მათ გაანადგურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები