LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეითი ადამიანად გრძნობს თავს: მარტო ჭავჭავაძე კი არა, ყველა მთავარი გამზირი ასე უნდა მოეწყოს

463
116874812-10222315711857675-486393425283234656-n

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შეფასებასთან დაკავშირებით ნეგატივი ჭარბობს. აკრიტიკებენ ყველაფერს, მოძრაობის სქემის შეცვლას, გაჩერებების ადგილმდებარეობას, ნაგვის ურნებს…

თუმცა, აღმოჩნდა, რომ გამზირით კმაყოფილი ქუსლიანი ფეხსაცმლის მომხმარებელი ქალბატონების გარდა, სხვა მოქალაქეებიც არიან, თანაც მათ ამ კმაყოფილების სერიოზული მიზეზები აქვთ. “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ჭავჭავაძეზე ქვეითი უპირატესია, ეს კი ძალიან სწორი სტრატეგიაა. 

მისი თქმით, საქართველოს რეალობა ასეთია – ავტომობილები ქუჩაში ჭარბობენ ადამიანებს, სწორედ ამიტომ გვესმის ამდენი უკმაყოფილება. თუმცა, ლალიაშვილი ამბობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს

რა იყო და რა გახდა, ასევე უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს მთლიანი პროცესის ერთი, საწყისი ნაწილია.

“ჭავჭავაძე რომ გავიხსენოთ თუნდაც ორი წლის წინ, ადამიანებისთვის ტროტუარზე მხოლოდ გასაძრომი ადგილები იყო.  მაღალი სიჩქარე, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები და საცობები, რომლებიც ისედაც არ აკლდა ამ ქუჩას – ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს. გამზირი მთლიანად ავტომობილზე იყო ორიენტირებული. დღეს გზა უფრო სწორად და სამართლიანად გვაქვს გადანაწილებული, საგზაო მოძრაობის სხვადასხვა მონაწილეებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილე მხოლოდ მძღოლი არ არის. ამიტომ, ის პრეტენზიები, რაც დღეს ისმის, ჩვენი ცხოვრების წესიდან, ქუჩების დაგეგმარებიდან გამომდინარე, ნორმალური და მოსალოდნელია.

ჭავჭავაძე არის სწორად დაგეგმილი. საცობები პირველი ეტაპზე აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან გამტარუნარიანობა შემცირებულია. იმ რაოდენობის ავტომობილი და იმავე სიჩქარით ამ გზაზე ვეღარ გაივლის, იმიტომ რომ ბევრი შუქნიშანია და ესეც მინიშნებაა იმაზე, რომ ადამიანზე და უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული ეს გამზირი.

  • მეორე ეტაპზე ეს შეიცვლება?

რატომ არ დადიან ავტობუსები ჭავჭავაძეზე შუა გზაზე?

ერთ კვირაში, მონიშვნების დასრულებისთანავე, ტრანსპორტი მისთვის განკუთვნილ ზოლში იმოძრავებს.

თუ ეს გამზირი ამ დრომდე იყო “ტრანზიტული”, შემოდიოდა ძალიან ბევრი ისეთი ავტომობილი, რომელსაც შეეძლო ალტერნატიული გზებით მოხვედრილიყო სხვა ქუჩაზე, გაიწოვება ამ ტიპის მგზავრობები და გადანაწილდება სხვა შემოვლით გზებზე. გამზირი დარჩება იმათთვის, ვისაც სჭირდება კონკრეტულად ეს არეალი.

კიდევ ერთი რამ რაც შეიცვლება ჩვენი მენტალიტეტია. კომენტარებში ყოველი მეორე წერს, რომ 100 მეტრში აქვს მაღაზია და 15 წუთი სჭირდება მანქანით მისასვლელად – ეს არის ტიპიური ციტატა, ვაკეში მაცხოვრებლის. ასეთი მგზავრობები უნდა გაქრეს. ადამიანებმა 100-200 მეტრში ფეხით უნდა იარონ. ეს ალაგდება თავისით, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხით უფრო სწრაფად გააკეთებენ საქმეს, ვიდრე მანქანით.

მექანიკური შუქნიშნები შესაძლოა ჭკვიანი შუქნიშნებით ჩანაცვლდეს და ეს კიდევ ერთი ფაქტორი იქნება, ნაკადის დასარეგულირებლად. 

თუმცა, ის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ აბოსლუტურად აღმოფხვრილი იქნება საცობების საკითხი.

მთავარია, რომ ეს არის ჯანსაღი პოლიტიკა, ეს არის ქუჩის ჯანსაღი დაგეგმარება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჭავჭავაძე, ეს უნდა იყოს მელიქიშვილი, რუსთაველი, თამარაშვილი, ფაქტობრივად წრე უნდა შეიკრას და ქალაქი მთლიანად ამ ტიპით უნდა დაგეგმარდეს.

  • კარგია, რომ ფეხით სიარული უკვე შეგვიძლია, თუმცა მაშინ როცა, მანქანებიდან გადამსხდარ ხალხს არ ხვდება ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენად გამართლებულია ამ შემთხვევაში ასეთი რადიკალური პოლიტიკა მანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით?

ეს არის პროცესი. ახლა ამ პროცესის დასაწყისში ვარ, ამიტომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში იქნება მცირე დისკომფორტი. 

სად გაგრძელდება იგივე: რა უპირატესობები აქვს ჭავჭავაძის პროექტს და კიდევ რას აპირებს მერია

"ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას".

ჩვენ რომ ვისმენთ ქალაქის მერის განცხადებებს, გეგმებს, აქ ჩანს, რომ ახლო პერიოდში იგეგმება ტრანსპორტის კიდე უფრო გამართვა.

კითხვები, რა თქმა უნდა არსებობს, ჩვენც გვაქვს, თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს გეგმის შეკვრას, თუმცა მთავარია პროცესი წინ მიდის და არ არის გაჩერებული.

  • თუმცა, მაინც რამდენი ხანი მოუწევთ ვაკელებს გრძელ საცობში დგომა?

ეს მერიამ უნდა თქვას. ამაზე უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, როგორც ამბობენ ვადები გათვლილია კვლევებით.

  • ბოლო დროს, მერია მუდმივად იშველიებს იმ არგუმენტს, რომ კვლევები ჩატარებულია, თუმცა ეს კვლევები, თუნდაც ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, არ საჯაროვდება, ჩვენ დეტალები არ ვიცით…

გეთანხმებით. საზოგადოება როდესაც იქნება ეტაპობრივად ინფორმირებული, სად ვდგავართ, რისი მოთმენა მოგვიწევთ და რა პერიოდით მოგვიწევს, ყველა ძალიან სოლიდარულად შეხვდება ამას. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს კარი გაიხსნას. ნამდვილად კარგი დროა ახლა – საზოგადოებამ ხმა აიმაღლა, მერია ნამდვილად მუშაობს, თუმცა თუ ეს კვლევები არ გასაჯაროვდა, ხალხის ხმა კიდევ უფრო ამაღლდება.

ჩვენც გვაქვს დიდი სურვილი ამ პროცესში ჩავერთოთ. სტრატეგიას ვხედავთ რომ კარგია, თუმცა როცა არ ვიცით რა იგეგმება მომავალში და როდის, ჯანსაღი შეფასებების გაკეთება რთულია.

როდესაც ასეთი მასშტაბური ცვლილებებია და ამდენ ადამიანს ეხება ეს ყველაფერი, საჭიროა ჩვენი, არასამთავრობოების ჩართვაც და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და კომუნიკაცია დედაქალაქის მთავრობას, ჩვენსა და საზოგადოებას შორის შედეგა.

 

 

magti 5g