LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 3 448 ინფიცირებულია, მათ შორის 25 მძიმე პაციენტია, 22 მართვით სუნთქვაზეა

98
BeFunky-collage - 2020-09-28T111728.913

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირებულთა აქტიური ქეისი 3 448 შეადგენს, რომელთა შორის 25 პაციენტი კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევა. მისივე თქმით, 22 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ენდელაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობის მიხედვით აჭარის რეგიონი კვლავ ლიდერობს, სადაც ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში 3 448 აქტიური ქეისია, მათ შორის 25 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 22 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალი ინფიცირებული პაციენტების გადანაწილება კი შემდეგნაირია:

აჭარა  – 175 ახალი დადასტურებული შემთხვევა;

იმერეთი  – 38 შემთხვევა;

თბილისი  – 32 შემთხვევა;

გურია – 16 შემთხვევა;

სამეგრელო ზემო-სვანეთი – 14 შემთხვევა

სამცხე-ჯავახეთი  – 11 შემთხვევა

ქვემო ქართლი  – 7 შემთხვევა

კახეთი – 4 შემთხვევა

 

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 29 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 2-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა.