LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 708 მძიმე პაციენტია, დაინფიცირდა 821, გარდაიცვალა 31 პირი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

53
doctor, lab, laboratory, medical, medicine, chemistry, test tube, dna, deney

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 864 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 614 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 895-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 982 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა,

  • აჭარა – 71,
  • იმერეთი – 86,
  • ქვემო ქართლი – 66,
  • შიდა ქართლი – 22,
  • გურია – 16,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60,
  • კახეთი – 31,
  • მცხეთა-მთიანეთი – 15,
  • სამცხე-ჯავახეთი – 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 794, აჭარაში – 313, იმერეთში – 417.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის,

  • თბილისში – 326,
  • აჭარაში – 88,
  • იმერეთში -140.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 11.

635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 – თბილისში, 224- აჭარაში.

6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 835 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 021, პირი, აჭარაში – 1 998, იმერეთში – 1 098.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები