LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არსებობა კიდევ უფრო გაძვირდა

141
საარსებო-მინიმუმი

ჩვენს ქვეყანაში არსებობა კიდევ უფრო გაძვირდა –  საარსებო მინიმუმი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგინა. ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარი გახდა.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 170.8 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, ოქტომბერში 323.5 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს ოჯახის ტიპების მიხედვით, ოქტომბერში არსებობისთვის ოჯახებს შემდეგი რაოდენობის თანხა სჭირდებოდათ:

ერთსულიანი ოჯახი170.8 ლარი

ორსულიანი -273.3

სამსულიანი – 307.5 ლარი

ოთხსულიანი – 341.7 ლარი

 ხუთსულიანი – 384.4 ლარი

ექვსსულიანი და მეტი – 454.4 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები