„ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატებ”, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, “შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, შესაბამისად ინდიკატორი, რაც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, ისინიც ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება და ყველაფერი რჩება მაღალ ნიშნულზე”.
“ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს.