LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი თითქმის 25 ლარით გაიზარდა – ცხოვრება უფრო გაძვირდა

111
image444444444

2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 24.9 ლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 206.1 ლარი შეადგინა, რაც ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. თებერვალში ეს მაჩვენებელი 199 ლარი იყო. 2019 წლის მარტში კი ეს მონაცემი 181.2 ლარს შეადგენდა.

მარტში, თებერვალთან შედარებით, გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 345.7ლარი გახდა.

ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 206.1 ლარი;

ორსულიანი ოჯახისთვის – 292.1 ლარი;

სამსულიანი ოჯახისთვის – 328.6 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახისთვის – 365.1 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახისთვის – 410.7 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 485.6 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები