LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შიდა ტურისტული ვიზიტები 8.6 %-ით შემცირდა

60
6d17615d-0bab-43c4-b57a-650fc3ed0362-640

2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (53.5 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

რაც შეეხება ხარჯებს, პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 127.2 მილიონი ლარით, რაც 4.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7 პროცენტით და 122.3 ლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები