LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ქვეყანას დააზღვევს კორუფციული და ნეპოტისტური რისკებიდან: გახარია

80
გიორგი გახარია

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ყოველდღიურად დააზღვევს ქვეყანას კორუფციული და ნეპოტისტური რისკებიდან“.

მისივე განცხადებით, „ეფექტიანი ბიუროკრატიის, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური ბიუროკრატიის გარეშე, ჩვენ ვერ გავატარებთ ვერანაირ რეფორმას“.

„ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დაყოფა, მათი დევნა ან მათი წახალისება. ეს არის უაღრესად მანკიერი თვისება და დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით საპარლამენტო დემოკრატიაში, როდესაც კოალიციები შეიძლება ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალოს, შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე, პროფესიული, აპოლიტიკური საჯარო სექტორის გარეშე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საჯარო სექტორს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g