LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ გვექნება – მედიკამენტების ექსპორტი აიკრძალა

171
shutterstock-704036482

საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა, შესაბამისად, ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ იქნება. ამ საკითხზე კომენტარი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძემ  მოსახლების მხრიდან კონკრეტული მედიკამენტების პანიკური შეძენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება.

“უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება”, -აცხადებს ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები