მსახიობმა ნინო კასრაძემ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“რა თქმა უნდა, საქართველო ომში არ უნდა ჩაებას. რომელ ჭკუათმყოფელს გონია სხვანაირად. მაგრამ, მეორე მხარეს არის კიდევ უფრო საშიში – ღირსების დაკარგვა. ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რა არის ცხოვრება ღირსების გარეშე და ღირსება ცხოვრების გარეშე. ამ გამოწვევას საქართველო ვერ გაუძლებს”, – განაცხადა ნინო კასრაძემ.