LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს? მიტინგზე ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? არასერიოზულია: ალეკო ელისაშვილი

136
250775511_0_250_2400_1600_1920x0_80_0_0_d305d7bfaa1e56ab0bb51e271467864f (2)

სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.

მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არასერიოზულია.

ელისაშვილის თქმით, „გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი არის ძალისხმევის ასხლეტის და გადატანის გზა“.

„მოცემულობაა, რომ მთელი ერისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღოს და ამისთვის ექვს თვიანი ვადა გვითხრეს, კონკრეტული დავალებები მოგვცეს.

მიტინგის ორგანიზატორების, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ 12 რეკომენდაცია შევასრულოთ და რეალური პერსპექტივა მივიღოთ. ჩემთვის დანარჩენი სხვა ძალისხმევა გაუგებარი და არასერიოზულია.

რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს? მიტინგზე ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას?

ეს ასე არ ხდება. პოლიტიკური მეცნიერების ანა-ბანაა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს, ვინც არჩევნებში უმრავლესობას მიიღებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – “შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას 1 კვირის ვადა მისცა.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები