LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება და როდიდან დაიწყებს ფრენებს რაინეარი თბილისიდან?

1547
milani

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინეარი” თბილისიდან ფრენებს ნოემბერში იწყებს.  

მილანი, მარსელი - ქალაქები, სადაც რაინეარი საქართველოდან იფრენს

ინფორმაცია ერთ-ერთმა ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თუმცა მალევე წაიშალა.

ბილეთების ფასების დათვალიერება თბილისი-მილანის მიმართულებით უკვე შესაძლებელია.

ამ ეტაპზე ნოემბრის თვეში ერთი გზის ღირებულება 31 ევროდან 61 ევრომდე მერყეობს.

“რაინეარის” ბილეთების ნახვა საიტზე მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი, თუმცა ყიდვის საშუალება ჯერჯერობით ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელი არ არის.

რაინეარი შემოდის – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს

პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისისდავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები