LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკაზე

273
pjimage

“ინვისტიციების, ტურიზმის, ვაჭრობის კუთხით არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც მთელი რიგი სირთულეებია მოსალოდნელი”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. მისი თქმით, კონონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოში ტურისტული ნაკადების შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

“მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს საქართველოზე. თუ უცხოელ ვიზიტორთა ჩამოსვლა საქართველოში იკლებს, შესაბამისად, იკლებს შემოსავალიც უცხოურ ვალუტაში, ანუ ის, რაც ამყარებს ლარს, უცხოური ვალუტის შემოდინება თუ შემცირდა, ლარსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა ჭარაიამ.

 

 

ჭარაიას თქმით, ამ პრობლემას საქართველოდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობის შემცირება დააბალანსებს.

“არსებობს ამის დამაბალანსებელი მოვლენაც. ეს არის საქართველოდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტები, რომლებიც ასევე უცხოურ ვალუტას მოიხმარენ და გააქვთ საზღვარგარეთ. რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის საქართველოში, ისინი თვეში ჯამურად დაახლოებით 400 მილიონს ხარჯავდნენ, ეს რიცხვი მოსალოდნელია, რომ 25 პროცენტით შემცირდება და შესაბამისად 100 მილიონ ლარს ვკარგავთ. ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურთა რიცხვიც განახევრდა და დაახლოებით 100 მილიონს გაუტოლდა ქართველების მიერ საზღვარგარეთ გატანილი უცხოური ვალუტაც”, – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის რისკები ყველაზე მეტად ტურიზმის სფეროს სამ მიმართულებას, კვებას, განთავსებასა და შოპინგს დააზარალებს.

თვეში 30 მილიონიანი ზარალი ტურიზმში – კორონავირუსი საქართველოში და მისი საგანგაშო შედეგები

პროფესორის, საფინანსო საკითხებში ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის თქმით, ირანთან და თურქეთთან, სადაც ვირუსის გავრცელების კერებია, საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს დივერსიფიკაცია, ანუ მიმართულებების ჩანაცვლება.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკაზეც საგრძნობი იქნება.

 

“თუ პირობითად შევხედავთ, გარკვეული ზარალი იქნება, დათვლილიც არის – დაახლოებით, 30 მლნ-ზეა საუბარი. თებერვალს შეეხება გარკვეულწილად, მარტს – ბუნებრივია, შეეხება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაისიდან, ანუ მეორე კვარტალში ჩვენ ამ ტრენდს გადავტეხავთ,” – განაცხადა ცუცქირიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები