LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს სასტუმროს დაჯავშნა საქართველოში – მარტში წლიურად 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა 

139
პირველი სასტუმრო 2

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასტუმროები 14.9%-ით გაძვირდა. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში (20.4%). 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებმა კი 16.4%-ით მოიმატა.

ყველაზე მაღალი წლიური ინდექსი შიდა ქართლში (29.1%) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი იმერეთსა (0.9%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.9%).

ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 5.4%-ით მოიმატა.

თვის ჭრილში ინდექსი ყველაზე მაღალი იყო მცხეთა-მთიანეთში (25.2%), ხოლო ყველაზე დაბალი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-14.9%).

კვლევის თანახმად, 2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის – 275 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების – 112 ლარი.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, მარტში მათი საშუალო ფასი 456 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 559 ლარს შეადგენდა, კახეთში – 552 ლარს, სამცხე-ჯავახეთში – 458 ლარს, ხოლო აჭარაში – 429 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g