LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გიშლით ხელს გახდეთ თავდაჯერებული?

755
shutterstock_174741554-800x430-890x395_c

არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის თავდაჯერებულობას. მთავარი მიზეზი, რაც სასურველ მიზანს აფერხებს –  შიშია. შიშს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  1. შეცდომის დაშვების შიში
  2. შიში, რომ სასურველი შედეგამდე ვერ მივალთ
  3. შიში, რომ გავხდებით სხვების განსჯის ობიექტი
  4. უარის მიღების შიში
  5. შერცხვენის შიში
  6. რეპუტაციის დაკარგვის შიში
  7. სუსტად გამოჩენის შიში

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება და აღნიშნული შიშებისგან გათავისუფლება. ამერიკელი ფსიქოლოგი კორტნი ვორანი მიიჩნევს, რომ ჩვენ ყოველდღიურად საკუთარ თავს „გულწრფელ ტყუილს“ ვეუბნებით, კონკრეტულად, საკუთარ „მეს“ ვაჯერებთ არარსებულს. მაგალითად, მივიჩნევთ რომ ძალიან ჭკვიანები, უნიჭოები ვართ, ან გულში წყენას არ ვიტოვებთ, სინამდვილეში როგორც კი ვინმე გვაწყენინებს თვეები ვერ ვივიწყებთ წყენას. ადამიანები, რომლებსაც თავდაჯერებულობა არ აქვთ, ფიქრობენნ, რომ არაფერი გამოუვათ, ხოლო თავდაჯერებული ადამიანები საპირისპიროდ, დარწმუნებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში. სინამდვილეში, რასაც დავიჯერებთ, სწორედ ის ხდება ჩვენი რეალობა. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სუსტი ხართ, არ გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, მაშინ შეეცადეთ ყოველდღიურად საკუთარი თავს უთხრათ საპირისპირო, ტვინი არის იმდენად ძლიერი, რომ ამის აღქმას შეძლებს.

განსაზღვრეთ სფერო, რომელშიც გინდათ შეიმატოთ თავდაჯერებულობა. მაგალითად,  წარმოიდგინეთ მიხვედით გასაუბრებაზე, თქვენ ხართ აღელვებული. როგორ ფიქრობთ, რას განიცდიათ დანარჩენები, რომლებიც თქვენ მსგავსად ელიან გასაუბრებას. შესაძლოა ისინი თქვენზე მეტად ღელავენ. იფიქრეთ ამის შესახებ და თავდაჯერებულობა მოგემატებათ.

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, როცა რაღაც არ გამოდის, ეს დასასრულია, ასეთი მიდგომა არასწორია. კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ არა კონკრეტულ ამბავზე, არამედ იმაზე, რა მოხდება 5 დღის შემდეგ. დავუშვათ ვერ ჩააბარეთ გამოცდა, ვერ გახვედით გასაუბრებაზე…თქვენ შეიძლება იტიროთ, საკუთარი თავი დაიდანაშაულოთ, მაგრამ ნელ-ნელა შეეგუებით რეალობას. ამით ცხოვრება არ მთავრდება. იფიქრეთ არა კონკრეტულად იმ საკითხზე, რაც განერვიულებთ, არამედ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. იფიქრეთ პოზიტიურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები