სუს-ში “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა. მელაძის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებდა, როდის გაიგო ინფორმაცია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე და ტელევიზიამ ამ თემაზე სიუჟეტი საკუთარი ინიციატივით მოამზადა თუ ვინმეს თხოვნით ან დავალებით.
სუს-ში გამოკითხვაზე მისული ნოდარ მელაძე მორიგ სკანდალს აანონსებს
„ტვ პირველმა“ შაბათის ეთერში მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა".
მელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წყაროს გამხელას არ აპირებს და ეს უთხრა გამომძიებელსაც.
“აინტერესებდათ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკა მოხდებოდა. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მსგავს თემაზე მუშაობისას, უსაფრთხოების მიზნით, პირველადი ფორმით არსებული მასალები ნადგურდება. სუს-ს ასევე აინტერესებდა, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელთ და გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია. ყველა ამ კითხვაზე არის ერთი პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო 50-ე მუხლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ”, – განაცხადა მელაძემ.
შეგახსენებთ, 23 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სუს-ში მისი დაბარება მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხებოდა, სადაც ჩაწერილი ჰყავდათ სავარაუდო ბრლადებულის ვასამბეკ ბოკოვის ძმა. ძმის მონათხრობზე დაყრდნობით, გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.
„გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ - აჰმედ ზაკაევი
60 წლის ჩეჩენი ემისარი, აჰმედ ზაკაევი 2003 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
სუს-ში ასევე დაბარებულია “ტვ პირველის” ჟურნალისტი და ამ სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძეც.