LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება დასვენება თბილისთან ახლოს – ფეშენებელური სახლები და იაფი გამოსავალი

3029
tbilistan axlos dasveneba

თბილისთან ახლოს დასვენების ფასები წლიდან წლამდე იზრდება. უფრო და უფრო მეტს სურს, თან ქალაქის სიცხეს დააღწიოს თავი და თან საქმეებსაც არ მოწყდეს. ამის გამო, თბილისის მიმდებარე ტერიტორიები მათთვის ყველაზე ხელსაყრელია, თუმცა მხოლოდ მდებარეობით, რადგან ფასები აქ კოლოსალურია. რა თქმა უნდა, თუ კომფორტულ გარემოში გსურთ დასვენება.

წელს სეზონი უკვე დაიწყო და ტრადიციულად წყნეთსა და კოჯორზეა მაღალი მოთხოვნა.

ტრადიციულია ფასების ზრდაც – 2017 წელს თუ ფასები 1000 ლარიდან იწყებოდა, 2018 წელს საშუალოდ 2000 ლარიდან, ხოლო წელს უკვე საშუალო ფასი 3000 ლარია.

 

თუ წყნეთს ირჩევენ, პრეტენზია აქვთ კარგად დაისვენონ

“ფასები საკმაოდ მაღალია. თვიური ბიუჯეტი, კეთილმოწყობილ ბინებზე, წყნეთში ან კოჯორში 3000-5000 ლარი უნდა ვივარაუდოთ. თუ კარგი, კეთილმოწყოფილი ეზო, ინფრასტრუქტურა და სახლია“ – განაცხადა myclient.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გვანცა გუჯელაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მცხოვრებლების უმეტესობა, ასეთი თანხის გადახდას ვერ ახერხებს. 

წყნეთი, კოჯორი, წავკისი - რა ჯდება თბილისთან ახლოს მდიდრულ აგარაკებზე დასვენება

თბილისთან ახლოს დასვენების ფასები წლიდან წლამდე იზრდება. კომფორტულ აგარაკებზე, თუ ჩვეულებრივ სახლებზე, კოჯორში, წყნეთში, ტაბახმელაში და სხვა დაბებსა და სოფლებში, მოთხოვნა გაზრდილია, ფასები კი განსხვავებულია. დღიურად ამ ადგილებში სახლების ქირაობა 100-დან 300 ლარამდე ჯდება, ხოლო, თვიურად გაცილებით მეტი. თუ თქვენი ბიუჯეტი 1000 ლარამდეა, მოგიწევთ სახლი სხვებთან ერთად გაიზიაროთ და ერთ იზოლირებულ ოთახს დასჯერდეთ. მთლიანი აგარაკის […]

რაც შეეხება ნაკლებად კეთილმოწყობილ, დაბალფასიან ბინებს თბილისთან ახლოს, myclient.ge-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთ აგარაკებზე მოთხოვნა საერთოდ არ არის.

„თუ ირჩევენ ამ მიმართულებას, აქვთ პრეტენზია რომ კარგად დაისვენონ და შესაბამისად, კომფორტის მოთხოვნაც აქვთ,“ – აცხადებენ myclient.ge-ში.

 

მინიმალური ღირებულება 500, ხოლო მაქსიმალური 22000 ლარია

MyHome.ge-ში „ფორტუნას“ უთხრეს, რომ საიტზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, თბილისთან ახლოს ლოკაციებზე, გასაქირავებელი აგარაკების ოდენობა მოცემულ სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან მიმართებაში.

რაც შეეხევა ფასებს, თვის განმავლობაში აგარაკის ქირაობის ღირებულება განსხვავებულია ლოკაციისა და აგარაკის ფართის, დამატებითი კომფორტის მახასიათებლების მიხედვით.

  • თვიური გაქირავებისათვის, მინიმალური ღირებულება 500 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 20-22 000 ლარის ფარგლებშია
  • დღიური გაქირავების შემთხვევაში, მინიმალური ღირებულება 100 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1500 ლარია 

    წყნეთი, კოჯორი, წავკისი - რა ჯდება თბილისთან ახლოს მდიდრულ აგარაკებზე დასვენება

    თბილისთან ახლოს დასვენების ფასები წლიდან წლამდე იზრდება. კომფორტულ აგარაკებზე, თუ ჩვეულებრივ სახლებზე, კოჯორში, წყნეთში, ტაბახმელაში და სხვა დაბებსა და სოფლებში, მოთხოვნა გაზრდილია, ფასები კი განსხვავებულია. დღიურად ამ ადგილებში სახლების ქირაობა 100-დან 300 ლარამდე ჯდება, ხოლო, თვიურად გაცილებით მეტი. თუ თქვენი ბიუჯეტი 1000 ლარამდეა, მოგიწევთ სახლი სხვებთან ერთად გაიზიაროთ და ერთ იზოლირებულ ოთახს დასჯერდეთ. მთლიანი აგარაკის […]

გაზრდილია როგორც შემოგარენში არსებული გასაქირავებელი უძრავი ქონების ოდენობა, ასევე, ამ არეალში MyHome-ს ვიზიტორების მხრიდან ძიებების რაოდენობაც, რამაც განაპირობა გასულ წელთან შედარებით, მცირედით, თუმცა, მაინც გაზრდილი საშუალო ფასი.

ინფორმაციისათვის, გასული თვის განმავლობაში, თბილისის შემოგარენში გასაქირავებელი ქონება საიტის მომხმარებლებმა მოიძიეს 313959-ჯერ.

myhome.ge-მ მოგვაწოდა ასევე ინფორმაცია, თუ რომელი ლოკაციაა ყველაზე მოთხოვნადი. ეს სია ასე გადანაწილდა:

  • წყნეთი
  • წავკისი
  • ოქროყანა
  • კოჯორი
  • საგურამო
  • მცხეთა

წყნეთი -24 000 ლარი

სასტუმროები

მათ ვისაც, სახლზე მეტად სასტუმროში დასვენება იზიდავს, კომფორტული ნომრის აღება თბილისთან ახლოს, 1 დღე სულ მცირე 150 ლარი დაუჯდება.

იაფი გამოსავალი

კიდევ უფრო ნაკლები დაჯდება თბილისთან ახლოს დასვენება, თუ მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად იქირავებთ ნაკლებად ფეშენებელურ სახლს, აუზის გარეშე და არა წყნეთში, არამედ მცხეთის რაიონში. ასეთ სახლს, სულ მცირე სამი საძინებლით, თვიურად 2000 ლარად იშოვით. რაც რამდენიმე ოჯახისთვის ერთად, ძვირი სულაც არ გამოვა.

საგურამო 2,000 ლარი

ორ საძინებლიანი აგარაკის ქირაობას ერთი თვით 1600 ლარადაც მოახერხებთ. ასეთია მაგალითად კოჯორში ეს სახლი, რომელსაც იზოლირებული ეზო და ყველანაირი კომფორტი აქვს იმისთვის, რომ დაისვენოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები