LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს 72 წლის ბებია, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა 150 ათას დოლარად დაუკვეთა – ახალი დეტალები

580
Untitled design (1)

რამდენიმე დღის წინ საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისში 26 წლის მამაკაცი ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.

ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ქალი, რომლის მკვლელობაც, გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა, „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იანი წილის მფლობელი ვალენტინა საყვარელიძეა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. ვალენტინა საყვარელიძემ, ცოტა ხნის წინ, გაასხვისა ძვირად ღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა პოტენციური მკვლელი ბებიის საცხოვრებელ მისამართზე თავად მიიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები