LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა“ – დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა

342
Untitled design (5)

საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისში 26 წლის მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით დაკავებულს დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები