ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
უწყებაში შეხვედრაზე იმჯელეს, თუ როდის და რა რეგულაციებით უნდა განახლდეს ღამის კლუბების საქმიანობა.
ცნობილი ხდება, რომ კლუბების სტუმრებისთვის, კოვიდპასპორტის მოთხოვნის გარდა, დამატებითი პრევენციული ზომებიც გატარდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ:
“დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ გარდა მწვანე პასპორტებისა, ასევე შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანის რაოდენობრივი შეზღუდვით – საუბარია ტევადობის 50%-ზე – განახლდეს მათი ფუნქციონირება”, – თქვა ბექა ფერაძემ.