LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სევდიანია, რომ მაშინ ვახელთ თვალს, როცა სხვა თავისას ამოიკერავს – რა დასანანია, რომ ხმასაც მაშინ ვიღებთ, როცა სხვა პირს იხშობს“ – დათო გორგილაძე 

190
დათო გორგილაძე

„რა სევდიანია, რომ მაშინ ვახელთ თვალს, როცა სხვა თავისას ამოიკერავს“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე, რითაც ჭიათურის მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება.

ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

როგორც გორგილაძე წერს, „რა დასანანია, რომ ხმასაც მაშინ ვიღებთ, როცა სხვა პირს იხშობს“:

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” მამის დღეს...ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს” - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” მამის დღეს...ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს” - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

„რა საგანგაშოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს თვალ-პირის ამოკერვა უწევს, რათა სახელმწიფომ, ქვეყანამ, ხალხმა (ყველამ და ყველაფერმა, რასაც სამშობლოს უწოდებს) მის გაუსაძლის ყოფას ყურადღება მიაქციოს.

და, ამასობაში, ჩვენ ყველანი შუბლზეძარღგაწყვეტილი, პოპულისტი ადამიანების ბრძოლას ვუყურებთ არარსებული, გამოგონილი მტრის წინააღმდეგ. ვუყურებთ და ვსეირობთ. სოლიდარობა, გამძლეობა და მხნეობა ჭიათურელ მაღაროელებს“. – წერს დათო გორგილაძე.

„10 ადამიანი ვშიმშილობთ, ჩვენი მინიმალური მოთხოვნები გულთან საერთოდ არ მიიტანეს“ – ჭიათურაში პროტესტი გრძელდება 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირაა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ეტაპობრივად გაზარდოს ხელფასები” – განცხადება

 

გამოყენებულია მარიამ ნიკურაძის ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g