LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უნდათ სპორტსმენებს პარლამენტში? ალბათ ხელისუფლებას არ რჩება არგუმენტები და გადადის ძალაზე“ – ანა დოლიძე

99
20200721142231 (1)

„რა უნდათ სპორტსმენებს პარლამენტში? ალბათ ხელისუფლებას არ რჩება არგუმენტები და გადადის ძალაზე“,-ამის შესახებ „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, „შაქარაშვილის ქარტიის“ სახელწოდებით წარდგენილი ინციატივა ერთგვარი პრევენციაა სწორედ საარჩევნო პროცესების ძალადობისგან დასაცავად.

ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სპორტსმენების გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

„სამი სპორტსმენი გამახსენდა მაჟორიტარად წარდგენილი. რა უნდათ მათ საქართველოს პარლამენტში? ძალიან ცუდი ტენდენციაა. შეიძლება ხელისუფლებაას არ რჩება არგუმენტები და გადადის ძალაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“კობიაშვილი, ყაველაშვილი… მეგონა, 90-იანების საქართველოს ნაკრებს აცხადებდნენ” – ხაბეიშვილი მმართველი გუნდის კანდიდატებზე

შეგახსენებთ, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს „შაქარაშვილის ქარტია“ გამოაქვეყნა და სპორტულ ფედერაციებს და მთავრობას მიმართა.

ანა დოლიძე მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს დაინერგოს პრინციპები, რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობას და მეორე მხრივ, მოხდება მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

8-წლიანი “ქართული ოცნება”: რა იცვლება წლიდან წლამდე არჩევნების წინ? 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები