LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კობიაშვილი, ყაველაშვილი… მეგონა, 90-იანების საქართველოს ნაკრებს აცხადებდნენ” – ხაბეიშვილი მმართველი გუნდის კანდიდატებზე

106
IMG-8945

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოპოზიციაში აფასებენ. მათი განცხადებით, აღნიშნული კანდიდატების წარდგენით ხელისუფლებამ უარი თქვა ცვლილებებზე და აქამდე არსებული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დასახელებული კანდიდატები ანგარიშვალდებულები არიან პირადად ბიძინა ივანიშვილთან.

“რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფულით” – ხიდაშელი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებზე

“როცა დიქტორი კანდიდატებს რომ აცხადებდნენ, მეგონა, 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს კითხულობდა, იქ კობიაშვილი, ყაველაშვილი და შაბაშებს, რომ აძლევენ რესტორნებში კიდე ის ადამიანები ამოიკითხეს, სუბარი და ასეთი ხალხი. ეს ადამიანები ანგარიშვალდებულები არიან პირადად ბიძინა ივანიშვილთან”,- აცხადებს ხაბეიშვილი.

რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს შორის არიან მოქმედი დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, ყოფილი მინისტრები, ერთი ექიმი და ოთხი ბიზნესმენი. კანდიდატების წარდგენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც პარტიის სამოქმედო გეგმის მთავარ ორიენტირად განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და  ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს საკუთარი გუნდის წევრებს ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

წარდგენის ღონისძიების შესახებ ასევე წაიკითხეთ:

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ