LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფულით” – ხიდაშელი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებზე

444
asfQAF

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო. საქართველოს 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შერჩეულია. რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს შორის არიან მოქმედი დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, ყოფილი მინისტრები, ერთი ექიმი და ოთხი ბიზნესმენი.

კანდიდატების წარდგენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც პარტიის სამოქმედო გეგმის მთავარ ორიენტირად განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა გამოაცხადა.

ვის „ჩაუდეს“ და ვის უხარია „ოცნების“ მაჟორიტარობა - წარდგენის ამბები კულისებიდან

"გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთი ქალი გვყავს მაჟორიტარ კანდიდატებში".

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია იმ ფორმულის გახმოვანებაა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშილი „რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით.“

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ყველანაირი მომხიბვლელობა და მიზიდულობა ყველანაირ ჯგუფში, რადგან ვერავინ ვერ შემოგვთავაზა, გარდა ფულის ტომრებისა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, იყიდონ არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნასწავლი გაკვეთილი არის ერთადერთი სტრატეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრეზენტაციაში გვანახა. ეს გაკვეთილი ძალიან ცუდად ჟღერს – ივანიშვილმა პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის დახარჯა ფული, წააგო პირველი ტური და მერე გადაწყვიტა დაეხარჯა ბევრი ფული.

მან დღეს სია შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ ამ ფორმულის გახმოვანებაა: რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით. პატარა ბიზნესმენების შესაძლებლობები – ეს არის ფული, რომელსაც მისი ფინანსური შესაძლებლობა დაემატება, როგორც დიდი ფული და ის უყიდის მაგალითად სონღულაშვილს ნახევარ კახეთს. ეს ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და  ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს საკუთარი გუნდის წევრებს ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

წარდგენის ღონისძიების შესახებ ასევე წაიკითხეთ:

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g