LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

295
BeFunky-collage (51)

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი.

რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტს ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა გიორგი კანდელაკისა და სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, მასში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების პუნქტი თავდაპირველი ვერსიის ტექსტში ჩაამატეს.

რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”, — რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წერია რეზოლუციის ტექსტში.

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ “გმობს 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის, „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რაც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას”.

“საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; იწონებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, რომ განიხილონ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმის გადაუდებელ საჭიროებას, რომ მთავრობამ რეალურად გააგრძელოს სასამართლო სისტემის რეფორმა მრავალპარტიული, ფართო და ინკლუზიური გზით, რათა გაზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად”.

ამასთან, არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალის საკითხზე და დანერგოს სათანადო მექანიზმები დემოკრატიული ზედამხედველობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე.

შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

“კატეგორიულად გმობს საფუძვლიანი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია თბილისში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის დროს; მიუთითებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, რადგან ეს არღვევს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს.

მოუწოდებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ქმედითი გამოძიებისკენ; გმობს განგრძობად დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრული იმპლემენტაცია მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.

გარდა ამისა, ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები