ტრუმენ კაპოტე – ამერიკელი რომანისტი და დრამატურგი, რომლის ნამუშევრები მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული, ყოველთვის მახვილი თვალით და „ბასრი“ ენით გამოირჩეოდა, რაც მის ციტატებსა და ცნობილ გამონათქვამებშიც აშკარად გამოვლინდა.

fortuna.ge გთავაზობთ ტრუმენ კაპოტეს ცნობილ გამონათქვამებს:

*  ამ სამყაროში ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ და ნივთები შემთხვევით ვპოულობთ ერთმანეთს.

* მანამდე ვერ მიხვდები, რომ შენი იყო, სანამ არ დაკარგავ.

* ყველას სიამოვნებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნება, მაგრამ კარგი იქნება ზოგიერთს მაინც რომ ჰქონდეს ამის მიზეზი.

* არაფერია იმაზე ბუნებრივი, ვიდრე საკუთარ მარცხში სხვისი დადანაშაულება, ისე როგორც სრულიად ბუნებრივია მათი დავიწყება, ვინც წარმატებაში შეგიწყო ხელი.

* ბედნიერებისკენ გზაზე არასდროსაა ასფალტი დაგებული.

* სირცხვილი არაა სახის დასვრა, ბევრად სამარცხვინოა, როცა მისი ჩამობანა არ გინდა.

* მაშინ იქნები კარგად, როცა თვითონ გახდები კარგი.

* ცუდია, როცა არ გაქვს ის, რაც გინდა, მაგრამ ბევრად უარესია, როცა არც სხვისთვის გემეტება იმის მიცემა, რაც თვითონ არ გჭირდება.

* ბევრი ფული ადამიანს ზომიერების გრძნობას აკარგვინებს.

* მნიშვნელობა არ აქვს სიტყვებს, მთავარი ემოციაა, რომლითაც სიტყვებია ნათქვამი და ნდობა, რომლითაც ნათქვამს იჯერებ.

* ვისაც ოცნება არ შეუძლია, ის თავს იწამლავს, რადგან ასე მხოლოდ მავნე ნივთიერებები გროვდება ორგანიზმში.

* რაც უფრო ბრიყვია ადამიანი, მით უფრო მეტი თავხედობაა მასში.

* მხოლოდ მაშინ ხარ ბედნიერი, როცა უბედურებას ვერ გრძნობ.

* საოცარია, როგორ გვიან ვპოულობთ საკუთარ თავს.

* გრძნობების მუდმივად დამალვა ერთ დღეს ინსტინქტი გახდება, რომელიც საბოლოოდ დაგაკარგინებს გრძნობის უნარს.

* წამიერი შეხვედრისას არც სიმართლეს აქვს მნიშვნელობა, არც ტყუილს და ყოველთვის შეგიძლია იყო ის, რაც გინდა.

 

მსგავსი თემები